ამ ბლოგპოსტში გვსურს გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც შესაძლოა შეგხვედრიათ ჩვენს კაფეებში, მაგრამ არ იცოდით, რომ ის Shavi Coffee Roasters-ის ერთ-ერთი მთავარი ძალაა.
თიბო — ყოფილი მშენებელი ინჟინერი და ამჟამად ყავის ენთუზიასტი — არა მხოლოდ ჩვენი როუსთერის თანადამფუძნებელია, არამედ Specialty ყავის ერთგული დამცველიც. შესაძლოა, ის გინახავთ, მაგრამ არ იცოდით, რა საოცარი გზა გაიარა საფრანგეთიდან ჩადში, და ახლა კი ცხოვრობს საქართველოში, ქართველ მეუღლესთან და მალე ბავშვიც ეყოლებათ.
ჩვენ დავსხედით თიბოსთან და ვისაუბრეთ, როგორ იქცა ყავა მისი ცხოვრების დიდ ნაწილად და რა აძლევს მოტივაციას, რომ გააგრძელოს specialty ყავის განვითარება საქართველოში.
როგორ მოხვდი პირველად Specialty ყავაში? რამ მოგხიბლა?
Specialty ყავას პირველად Shavi-ში გავეცანი. მანამდე 15 წელი აღარ ვსვამდი ყავას, რადგან სტუდენტობისას ბევრს ვსვამდი. როცა რაიანი ინვესტორებს ეძებდა Shavi-ის დასაწყებად, ვისაუბრეთ და მან გამაცნო specialty ყავის სამყარო. მაშინვე შემიყვარდა.
იყო მომენტი, როცა მიხვდი, რომ ყავა შენი ცხოვრების ასეთი დიდი ნაწილი გახდებოდა?
როცა დავინახე რამდენმა ადამიანმა მიირთვა ჩვენი ყავა. გრძნობა, რომ რაღაც ღირებულს ვაკეთებთ, ამაყად მაყენებდა. ხარისხიანი პროდუქტი იზიდავს კარგ ადამიანებს და ისინი არიან Shavi-ის თავგადასავლის ნაწილი.
როგორ განვითარდა შენი მოგზაურობა ყავაში Shavi Coffee Roasters-ის დაარსებიდან?
როდესაც „შავში“ ინვესტიცია ჩავდე, ვერ წარმოვიდგენდი, თუ რამდენად რთულია სრულყოფილი ყავის მომზადება. პროცესის ყოველი ნაბიჯი რთულია — ოსტატობის, ინოვაციისა და კრეატიულობის ნაზავია.
რას ნიშნავს „specialty coffee“ პირადად შენთვის და როგორია ის შენს ყოველდღიურობაში?
ზოგი ამბობს, რომ ყველაფერი SCA-ის ქულაზეა დამოკიდებული, მაგრამ ჩემთვის მთავარი ზრუნვაა — ზრუნვა პროცესის ყველა ეტაპზე. ზრუნვა ფერმერებზე, წარმოშობაზე, სისუფთავეზე, გადამუშავებაზე, მოხალვაზე და მომზადებაზე.

როგორ შეიცვალა შენი შეხედულება ყავაზე წლების განმავლობაში?
ყველაზე დიდი ცვლილება ჩემთვის ის არის, რომ ყავას აღარ ვუყურებ როგორც საქონელს. საოცარი შრომა სჭირდება ერთ კარგ ფინჯან ყავას. ისე, როგორც ღვინო არ არის უბრალოდ დადუღებული ყურძენი, ყავაც არ არის უბრალოდ მოხარშული მარცვალი. უნიკალური გემოები დეტალებზე ზრუნვით ჩნდება.
რა როლს თამაშობს ყავა შენს ცხოვრებაში ბიზნესის მიღმა?
ჩემთვის ეს კავშირის მომენტია. ყოველ დილით მე და ჩემი ცოლი დღის დაწყებამდე დროს ვხარჯავთ სახლში სათანადო ყავის მოსადუღებლად.
როგორც „შავის“ თანამფლობელი, რა არის ყავაში მუშაობის ყველაზე საინტერესო ნაწილი?
გუნდი და ადამიანები. და ცხადია, ქაპინგების ჩატარება როუსთერში — ეს მეხმარება სენსორული უნარების განვითარებაში და პროდუქტზე უკეთ გაგებაში.
რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდი specialty ყავის ქართულ ბაზარზე შემოტანისას?
ყველაზე დიდი გამოწვევა განათლებაა. როგორ ავუხსნათ ხალხს, რომ Shavi-ის ყავა უბრალოდ ყავა არ არის? რომ მას აქვს ისტორია, უნიკალური გემო, და მასზე უამრავი ადამიანი შრომობს? ამჟამად ვმართავთ საგანმანათლებლო ღონისძიებებს ქართულად და ინგლისურად და უფრო ხშირად ვაღებთ როუსთერის კარებს, რათა ხალხმა თავად ნახოს, რატომ არის ჩვენი ყავა განსაკუთრებული.
როგორ ინარჩუნებ მოტივაციას და როგორ ცდილობ ხარისხის გაუმჯობესებას Shavi-ში?
ბოლოდროინდელი მოგზაურობა ეთიოპიაში ყავის შესარჩევად იყო ჩემთვის დიდი მოტივაცია. ძალიან დიდი კავშირი დამამყარა: ნედლი პროდუქტი, ფინჯანი ყავა და ადამიანები, ვინც მას აფასებენ — ამ ყველაფრის გაერთიანება მაძლევს ძალას. ამ პროცესში ბევრ ლამაზ ისტორიას ვხედავ.

რა რჩევას მისცემდი მათ, ვინც ახლა იწყებს მოგზაურობას specialty ყავაში?
წადი ქაფინგზე! ქაფინგები არის ყავის დეგუსტაცია, რომელიც გეხმარებათ აღმოაჩინოთ სხვადასხვა გემოები და სირთულეები. რაც მთავარია, იყავით ცნობისმოყვარე, გაერთეთ და ექსპერიმენტი ჩაატარეთ.
როგორია შენთვის იდეალური ფინჯანი ყავა?
რაღაც ექსპერიმენტული, რომელიც ცნობისმოყვარე ადამიანებთან ერთად ისმება, თან ახალი ექსპერიმენტის იდეებზე საუბრისას.
გაგვიზიარებ ყავასთან დაკავშირებულ განსაკუთრებულ გამოცდილებას?
ჩემი მოგზაურობა ეთიოპიაში იყო შთაგონების და მოტივაციის წარმოუდგენელი წყარო. განსაკუთრებული იყო იმ მომენტის გაცნობიერება, როგორ ეცნობა ჩვენი მომხმარებელი, გოგიტა, იმათ, ვისგანაც ჩვენი მარცვალი იწყება — ფერმერებს.

დილის ჭიქიდან ეთიოპიურ თავგადასავლამდე: გოგიტას ყავის მოგზაურობა
რა ელის Shavi Coffee Roasters-ს და როგორ ხედავ specialty ყავის განვითარებას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ?
გვინდა, რაც შეიძლება მეტ ქართველს გავაცნოთ specialty ყავის კულტურა. და გვინდა, რომ მსოფლიომ გააცნობიეროს, რომ საქართველოში ძლიერი specialty ყავის სცენა ყალიბდება. ერთ-ერთი ჩვენი მიზანია ავაწყოთ ხიდები ჩვენს ყავის საზოგადოებას, ღვინის მოყვარულებს და იმ ფერმერებს შორის, ვინც ჩვენს საყვარელ ყავას ზრდიან.

ამ ფოტოზე შეგიძლიათ იხილოთ თიბო ჩვენს ერთ-ერთ სანდო პარტნიორთან, ფერმერ ესაიას ბარსოსთან ერთად, რომელსაც უჭირავს ჩვენი ეთიოპიის Esayas Barso ბუნებრივი ანაერობული ფილტრის მარცვალი. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ყავა, რომელიც ცნობილია თავისი უნიკალური გემოთი და ზედმიწევნითი დამუშავებით. ეს ფოტო ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ როგორ იბადება კავშირი ფერმერსა და მოხალვას შორის — ფინჯანამდე გზა აქედან იწყება.