Shavi Coffee Roasters-ის შესახებ
შავი შეიქმნა ხელოვანი ფერმერებისა და არაჩვეულებრივი ადამიანების ინსპირაციით , რომლებიც ყოველდღიურად გულს დებენ ამ საქმეში. ჩვენი მოხალვის სტილი კი შთაგონებულია მსოფლიოს საუკეთესო მხალავებისგან. ჩვენი მიზანია შევქმნათ ის ხარისხი ,რომელიც ყველა ყავის მოყვარულისთვის მნიშვნელოვანია.
მადლობა.
ჩვენი ღირებულებები
ჩვენი მიდგომა ყავის მიმართ გულისხმობს თითოეული პროცესის ეტაპის ძალისხმევის აღიარებას:
ნაყოფის არჩევიდან დაწყებული, მოხალვის და დასხმის პროცესით დამთავრებული.
ჩვენ ყოველთვის ვმუშაობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც აფასებენ იმ დიდ შრომას, რომელიც არის ჩადებული კარგი ყავის მოსამზადებლად და, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ვნებას უწყვეტი გაუმჯობესებისთვის.
ჩვენი მიზანი
ჩვენ ვიძენთ შთაგონებას სხვა ინდუსტრიებიდან, როგორიცაა პატარა მეღვინეები და კრაფტ ლუდი. ჩვენ გვინდა ავაშენოთ ხიდები specialty ყავასა და ადგილობრივ გასტრონომიულ კულტურას შორის.
ეს არის ხელოსნობა, ეს არის ექსპერიმენტები და ეს არის პროდუქტის გაზიარება, რომელიც ჩვენ გვიყვარს, იმ ადამიანებთან, ვისაც ასევე უყვარს!
შემოუერთდი ჩვენს მისწრაფებას, რათა აღმოვაჩინოთ მსოფლიოს საუკეთესო specialty ყავა.