Cold Coffee Season Is On: Which One’s Your Vibe?

ცივი ყავის სამყარო: იპოვე შენი იდეალური სასმელი

Apr 18, 2025Shavi Coffee Roasters

როცა ტემპერატურა იწევს, ცივი ყავა უბრალოდ სურვილი კი არა, აუცილებლობაც ხდება. მაგრამ ყველა ცივი ყავა ერთნაირი არ არის. არსებობს ორი კლასიკური არჩევანი, რომლებიც ხშირად ერევათ: ქოლდ ბრუ (Cold Brew) და ცივი ამერიკანო. ერთი შეხედვით შეიძლება ერთმანეთს ჰგავდნენ, მაგრამ რეალურად ისინი საგრძნობლად განსხვავდებიან გემოთი, მომზადების მეთოდით და საერთო განწყობით.

მოდი, დეტალურად განვიხილოთ ისინი — და რამდენიმე სახალისო ვარიანტიც — რომ ზუსტად იპოვო შენი საზაფხულო ყავა!


Cold Brew: გლუვი და ნაზი სრულყოფილება

ქოლდ ბრუ არის ცივი ყავის სამყაროს ოქროს სტანდარტი — გლუვი, რბილი და დაბალი სიმჟავიანობით. ცივი ყავისგან განსხვავებით, რომელიც ჯერ ცხლად მზადდება და შემდეგ ცივდება, ქოლდ ბრუ მზადდება ყავის მსხვილად დაფქული მარცვლებით ცივ წყალში და 12-24 საათის განმავლობაში ილექება. შედეგი? ბუნებრივად ტკბილი, მდიდარი კონცენტრატი, რომელიც მარტივად ასათვისებელია და საოცრად დამაკმაყოფილებელია.

როგორ მზადდება:

  • მსხვილად დაფქული ყავა ცივ წყალთან იზავება.

  • ნაზავი რჩება მთელი ღამე (ან მეტიც).

  • შემდეგ იფილტრება და მიირთმევა ყინულთან ერთად — სუფთად, წყალთან ან რძესთან ერთად, სურვილის მიხედვით

რატომ შეგიყვარდება:

  • მდიდარი და სრულფასოვანი გემო, რომელსაც დამატებითი შაქარი არ სჭირდება.

  • გლუვი და დაბალი სიმწარით — ხანგრძლივი მომზადების წყალობით.

 

ცივი ამერიკანო: კლასიკური ესპრესო ყინულზე

თუ ესპრესო გიყვართ, ცივი ამერიკანო შეიძლება იყოს თქვენი ფავორიტი. ეს გაბედული და გამაგრილებელი ვარიანტია ესპრესოს მოყვარულთათვის. ეს სასმელი არის დაბალანსებულია და მარტივი.

როგორ მზადდება:

  • მოხარშეთ ერთი ან ორი შოტი ესპრესო.

  • დაასხით წყალი ყინულით სავსე ჭიქაში, ზედ დაასხით ესპრესო და აურიეთ.

რატომ შეგიყვარდება:

  • თამამი და ინტენსიური, მაგრამ არა მძიმე.

  • გამაგრილებელი, მაგრამ მაინც ტოვებს ესპრესოს სიძლიერეს.

  • მსუბუქი ალტერნატივა რძიან სასმელებთან შედარებით.


ფილტრის ყავა ყინულზე: სუფთა და ელეგანტური

გინდა რამე უფრო მსუბუქი და დახვეწილი? სცადე შენი საყვარელი ფილტრიანი ყავა ყინულით. ეს არის სწრაფი, მარტივი და საუკეთესო გზა,  განსაკუთრებით თუ ყავა არის ხილოვანი ან ყვავილოვანი ნოტებით.

როგორ მზადდება:

  • მოამზადე ფილტრიანი ყავა ჩვეულებრივი მეთოდით (V60 ან ავტომატური)

  • მოხარშვის შემდეგ პირდაპირ დაასხით ყინულზე.

რატომ მოგეწონებათ:

  • სუფთა და მკვეთრი გემო, სიმწარის გარეშე.

  • ცივდება სწრაფად, ინარჩუნებს ყავის არომატს.

  • მარტივი მოსამზადებელია და შესანიშნავია მაღალი ხარისხის ფილტრის მარცვალთან.

პროფესიონალური რჩევა: თუ პირდაპირ ყინულზე ამზადებ, არ დაგავიწყდეს წყლის რაოდენობის კორექტირება, რომ ყავა ძალიან წყალწაღებული არ გამოვიდეს. თორემ დაკარგავ მაგ სასწაულ გემოს!


ახლა მოდით ვისაუბროთ სახალისო ვარიანტებზე

 

ესპრესო ტონიკი: საზაფხულო შუშხუნა

თუ რაღაც თამაშით სავსე და უჩვეულო გინდა, შენი ახალი მეგობარი უნდა იყოს ესპრესო ტონიკი. გაზიანი, ოდნავ მწარე და ძალიან გამაგრილებელი — იდეალური არჩევანია ცხელ დღეებში ცოტაოდენი ჟრიამულისთვის.

როგორ მზადდება:

  • აავსე ჭიქა ტონიკით და ყინულით;

  • ზემოდან დაასხი ახლადმომზადებული ესპრესო შოთი.

რატომ მოგეწონებათ:

  • ძლიერი და გაზიანი კომბინაცია სიტკბოს, სიმწარესა და სიმჟავეს შორის.

  • საოცრად ლამაზად გამოიყურება და კიდევ უფრო გემრიელია.

  • იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს უცნაური და ახალი კომბინაციების გამოცდა.

 

ცივი ლატე: რძიანი კლასიკა

როდესაც ფიქრობთ რძიანი ცივი ყავის შესახებ, ცივი ლატე ალბათ პირველია, რაც გახსენდება. ეს არის ყინულის, ესპრესოს და ცივი რძის დაბალანსებული მიქსი. რძე ამცირებს ესპრესოს სიმკვეთრეს და სასმელს უფრო ნაზს ხდის.

სცადე შვრიის ან ნუშის რძით — ისინი სასიამოვნო კრემისებრ ტექსტურას და უნიკალურ გემოს აძლევენ ყავას.

 

ცივი მატჩა ლატე: მწვანე საზაფხულო განახლება

თუ თქვენ ეძებთ რაიმეს ოდნავ განსხვავებულს თქვენი ჩვეული ყავის რუტინისგან, რატომ არ სცადოთ ცივი მატჩა ლატე ? მატჩა, რომელიც დამზადებულია დაფქული მწვანე ჩაის ფოთლებისგან, შესანიშნავი ალტერნატივაა ყავისთვის და შესანიშნავად ერწყმის რძეს. არის გამაგრილებელი, ანტიოქსიდანტებით სავსე სასმელი.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად არ არის ყავა, მატჩა ლატე არის კრემისებრი, ენერგიული და შესანიშნავია, როდესაც გსურთ რაიმე მწვანე, ჯანსაღი და გამაგრილებელი.


ბონუსი: ჰოჯიჩა ლატე – მიწიერი, შემწვარი და სრულიად უნიკალური

ეძებთ რაიმე მშვიდ და მყუდროს, მაგრამ არანაკლებად გამაგრილებელს? სცადე ჰოჯიჩას ცივი ლატე. შემწვარი მწვანე ჩაის ფოთლებისგან დამზადებულ ჰოჯიჩას აქვს თხილის არომატი, რომელიც შესანიშნავად უხდება რძეს, განსაკუთრებით შვრიის რძეს.

გინდა მეტი გაიგო ჰოჯიჩას შესახებ?
გადახედე ჩვენს ბლოგპოსტს ჰოჯიჩაზე და ნახე, რატომ არის ის ჩვენი ერთ-ერთი საყვარელი დაბალკოფეინიანი ვარიანტი. 


მაშ, რომელი ცივი ყავა შეეფერება შენს განწყობას?

თუ გიზიდავს Cold Brew-ს მდიდარი გემო , ცივი ამერიკანოს ინტენსიურობა ან გსურს შეისწავლო რაიმე სახალისო და ახალი, როგორიცაა ესპრესო ტონიკი — ნამდვილად არსებობს ცივი ყავის (და ჩაის!) ვარიანტი, რომელიც ზუსტად შენს საზაფხულო განწყობას მოერგება.

ყველა ეს სასმელი შეგიძლიათ გასინჯოთ ჩვენს სამივე Shavi Coffee Roasters ლოკაციაზე — გვესტუმრე და იპოვე შენი ფავორიტი!

მეტი სტატია