ესპრესო აპარატი | Rocket Espresso R Nine One

ყავის მანქანა R NINE ONE - ს აქვს ყველა საუკეთესო ფუნქცია, რაც აქვს კომერციულ მანქანებს და მას აქვს უნარი მიაღწიოს ღირშესანიშნავ შედეგებს. განკუთვნილია მცირე კომერციულ ან სახლის პირობებში გამოსაყენებლად.

*თანხა შეიცავს დღგ-ს
*ინდივიდუალური შეკვეთით ფორმდება, დამზადების დრო შეადგენს 4-დან 6 კვირამდე.

15,000.00 GEL

მთავარი დამახასიათებლები

მოხარშვის მარეგულირებელი

ხელით რეგულირდება წყლის რაოდენობა და სიჩქარე, ასევე წნევა მოხარშვის სხვადასხვა ეტაპზე - ეს კი საშუალებას აძლევს ბარისტას ააწყოს ნებისმიერი ყავის ექსტრაქცია, ყავის თავისებურების შესაბამისად.

სტაბილური ტემპერატურის ჯგუფი

წყლის მიწოდება პირდაპირ ბოილერიდან მუდმივად უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურას ჯგუფში სრულ მოხარშვის მანძილზე. 


მულტი ბოილერი

აპარატზე, რომელსაც აქვს 2 ბოილერი ერთდროულად შესაძლებელია ესპრესოს მოხარშვა და რძის ამოყვანა

ესპრესსო შოტის წამზომი

ამ ფუნქციით თქვენი ბარისტა უფრო მარტივად მოამზადებს გემრიელ ესპრესოს, რადგან ნაკლებ დროს დაკარგავს დათვლაზე, თუ რამდენ ხანში მოიხარშა.

წნევის პროფილი

შეგიძლიათ არეგულიროთ წყლის წნევა, ასევე დრო ექსტრაქციის ყოველივე ეტაპზე. ყავის აპარატს შეუძლია პირდაპირ იმოქმედოს ყავის გემოზე.

ესპრესო აპარატი | Rocket Espresso R Nine One

თერმულად სტაბილურია, ბოილერიდან პირდაპირ ჯგუფში წყლის მიწოდების და ციფრულად ტემპერატურის PID-რეგულატორების სისტემის გამო. დანამვის და შემდგომ მოხარშვის კონტროლი შესაძლებელია წნევის პროფილირების მეშვეობით. აქვს 5 წინასწარ დაყენებული პროგრამა, ასევე შესაძლებელია ხელით შეცვლა და რეგულირება მოცემული პროგრამის, ან ახლის შექმნა.

აქვს წყლის რეზერვუარი და ასევე შესაძლებელია პირდაპირ დაერთდეს წყალსადენზე. R NINE ONE აწყობილია შთამბეჭდავი შედეგების მისაღწევად, რადგან აქვს პარამეტრების სტაბილური და მოქნილი მართვის საშუალება. 

კომერციული ყავის მანქანებზე მოქმედებს 1 წლიანი გარანტია, ასევე შეიცავს დამონტაჟებას და პირველ უფასო ტრეინინგს ბარისტასთვის. ჩვენთან ყავის აპარატის შეძენისას, შეგიძლიათ ასევე შეუკვეთოთ ნაწილები და მიიღოთ კონსულტაცია ტექნიკური მხარდაჭერის და მოვლის მხრივ.

About Rocket Espresso

ეს იტალიური ბრენდი აწარმოებს საუკეთესო ესპრესო მანქანებს ტრადიციულად "Fatto a Mano", რაც ითარგმნება, როგორც "ხელით დამზადებული". მათი ხელოსანთა მცირე გუნდი აწარმოებს, როგორც პრემიუმ სახლის, ასევე კომერციულ ესპრესო მანქანებს შესანიშნავი მახასიათებლებით და მაღალი ხარისხის მასალებით.

ხშირად დასმული კითხვები

ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი შეკვეთის თაობაზე.

თქვენი შეკვეთა 4-6 კვირაში ჩამოვა საქართველოში. ჩვენ კი დაგეხმარებით მის უსაფრთხოდ მიწოდებაში და დამონტაჟებაში.

ფასი თქვენთვის იქნება იგივე, რაც არის ბრენდის ოფიციალურ ვებსაიტზე, მადლობა მათ მსგავსი შესაძლებლობისთვის. ჩვენ ასევე ვზრუნავთ მიტანის სერვისზე და დამონტაჟებაზე.

ფასი დამოკიდებულია სავალუტო კურსზე და მიტანის ღირებულებაზე. ზუსტი ფასის გასაგებად, დაუკავშირდით ჩვენს გაყიდვების გუნდს: +995 599 011 429

ნუ ნერვიულობთ, ჩვენ დაგეხმარებით

ოფიციალური დისტრიბუტორი

რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ 1 წლიან გარანტიას გაძლევთ და ასევე ჩვენგან შეგიძლიათ ნაწილების შეკვეთა ოფიციალური წარმომადგენელისგან.

სანდო მიტანის სერვისი

1-3 კვირამდე, დამოკიდებულია შეკვეთის ზომაზე. ჩვენ უშუალიდ წარმომადგენელისგან ვუკვეთავთ და ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩამოვიდეს რაც შეიძლება მალე.

დამონტაჟება & ტექნიკური მხარდაჭერა

ჩვენ დავამონტაჟებთ აპარატს და შემდგომ 2 წლის მანძილზე ტექნიკურ მხარდაჭერას მოგაწვდით.
იყავი Shavi-ის საბითუმო მომხმარებელი გაიარე ავტორიზაცია, რომ ნახო საბითუმო ფასებიდაარეგისტრირე საბითუმო აქაუნთი